11:05 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 12:27:32, 1101 ნახვა

სამართალი
ყოფილი მეუღლის და მისი დედის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა.

„2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს.-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში წაიყვანა,  საღამოს საათებში კი მ.ც.-სთან და ვ.ე.-სთან საცხოვრებელ ბინაში მივიდა, დარწმუნდა, რომ ყოფილ მეუღლეს და დედამისს ეძინათ, რის შემდეგაც საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ კართან არსებული ბუნებრივი აირის ცენტრალური მილი გადაჭრა, მასზე რეზინის მილი დააერთა, რომლის მეორე ბოლოც მ.ც.-ს  და ვ.ე.-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელ კარში მიამაგრა.

რამდენიმე ხანში ვ.ე.-ს გაეღვიძა, მან გაზის სუნი იგრძნო, რის შემდეგაც დაზარალებულებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.  

სამართალდამცველებმა გ.ს. 2018 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, -ნათქვამია განცხადებაში.

 

  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics