|
2015-07-14 12:46:58, 566 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი ფრანგ კოლეგას საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფრანგ კოლეგას ფრანსუა ოლანდს საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. „ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით გილოცავთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულს - ბასტილიის აღების დღეს. 14 ივლისი ის ღირსშესანიშნავი თარიღია, როდესაც ქართველი ხალხი და პირადად მე გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას საფრანგეთისა და ფრანგი ხალხის მიმართ და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს მტკიცე მეგობრობას. დღევანდელი დღის მნიშვნელობა განუზომლად დიდია მსოფლიო ისტორიაში. თქვენი ეროვნული დღესასწაული ძვირფასია ყველასთვის, ვინც იზიარებს დემოკრატიულ ღირებულებებს და აღიარებს მათ ცხოვრების მრწამსად. 14 ივლისი საფრანგეთის დემოკრატიული და ლიბერალური სახელმწიფოს აღმშენებლობის დაწყების სიმბოლოა. ეს არის მოდელი, რომელიც მაგალითს წარმოადგენს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საქართველოს მსგავსად აშენებენ და აძლიერებენ საკუთარ დემოკრატიას. ბატონო პრეზიდენტო, ეს დღე კიდევ ერთხელ მაძლევს შესაძლებლობას, რათა გამოვხატო ჩემი მადლიერება თქვენადმი, ასევე ფრანგი ხალხისადმი ამ რთულ პერიოდში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის. ბატონო პრეზიდენტო, კიდევ ერთხელ მინდა მთელი გულით გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატებები თქვენ და თქვენს მშვენიერ ქვეყანას“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მილოცვაში.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)