2026-10-21 11:24:57, 311 ნახვა
სამართალი
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
თამარ ლორთქიფანიძე, რომელიც 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, საპატრულო ეკიპაჟის მანქანაზე ავიდა, თავისუფალია.
თამარ ლორთქიფანიძე არის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე დაკავებული აქტივისტი, რომელიც 2025 წლის 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის მანქანაზე ასვლის გამო დააკავეს. მან საპროცესო შეთანხმება გააფორმა. მას 1-წლიანი პატიმრობა და 3-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. 2026 წლის 30 ივნისს გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან