00:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 12:37:15, 562 ნახვა

საზოგადოება
ნანუკა ჟორჟოლიანი: დღეს, ხურვალეთთან ბილეთების რიგში მდგომებს და „ტაბურეტკით“ მორბენალებს ვერ ვხედავ

გორის რაიონში, სოფელ ხურვალეთთან ჟურნალისტების საპროტესტო აქცია გრძელდება. 

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნანუკას შოუს“ წამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ის იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც რუსეთის მიერ საქართველოს შუაზე გახლეჩას აპროტესტებენ, ვაკის პარკში ბილეთების რიგში მდგომებს ვერ ხედავს.  

ასევე, მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპანტურ ქმედებებს არ აპროტესტებენ „ტაბურეტკებით მორბენალები“, რომლებიც თუნდაც ამ „ტაბურეტკებით“ საოკუპაციო ძალების მიერ დადგმულ ბანერს დააზიანებდნენ. 

 „მე ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ დღეს აქ არ დგას მთელი საქართველო, როცა ცენტრალური ავტობანიდან სულ რაღაც 200, 300 მეტრია დარჩენილი და პრაქტიკულად საქართველო გაიხლიჩება ორ ნაწილად.  სად არიან ადამიანები, რომლებიც 2 და 3 დღის განმავლობაში ვაკის პარკში ღამეებს ათევდნენ?!  ქვეყნის ოკუპაცია და შუაზე გახლეჩა კი, არაფრად ანაღვლებთ. დღეს,  აქ ვართ ჟურნალისტები, რომლებიც პირველ რიგში ვასრულებთ მოქალაქეობრივ მოვალეობას, ჩვენს პროტესტს ვაფიქსირებთ ხმამაღლა, საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ“,– აღნიშნა ჟორჟოლიანმა.  

ხურვალეთთან იმყოფებიან სხვადასხვა ტელეკომპანიების, საინფორმაციო სააგენტოების, ჟურნალ–გაზეთების  ჟურნალისტები.  საპროტესტო აქციაზე გამოტანილია პლაკატები, „არა მცოცავ ოკუპაციას“, „ რუსეთი არის ოკუპანტი“.

 ცნობისთვის, 10 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს ე.წ. ,,საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული. ორივე ტერიტორიის სიახლოვეს ბაქო-სუფსას მილსადენის გარკვეული სეგმენტები მდებარეობს და განხორციელებული უკანონო ქმედებით სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.

შეგახსენებთ, ქართველი ჟურნალისტების აქცია 2014 წლის 28 სექტემბერსაც გაიმართა, მაშინ მედიის წარმომადგენლებმა სოფელ დვანში მცოცავი ოკუპაცია და ე.წ საზღვრის დემარკაცია გააპროტესტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics