|
2019-09-24 17:39:15, 15964 ნახვა
სამართალი
პოლიციელის მკვლელი რამაზ დევაძე გეგა გეგეშიძესთან დაახლოებული პირია (ექსკლუზივი)
22 წლის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის, თარაშ მუკბანიანის მკვლელი რამაზ დევაძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტთან გეგა გეგეშიძესთან დაახლოებული პირი იყო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. დევაძე 2014 წლის 22 სექტემბერს ჭიდაობის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას, რომლის ორგანიზატორიც ძმები გეგეშიძეები იყვნენ. გეგა გეგეშიძე 2014 წელს ჭიდაობის ფედერაციის წინ გამართულ საპროტესტო აქციას თვალყურს ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილიდან ადევნებდა, ხოლო რამაზ დევაძემ კურტანიძეს კვერცხი ესროლა. არსებულ კადრებში ჩანს, რამაზ დევაძის საუბარი ყოფილ დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან. საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიზანი იყო გეგეშიძეების კლანის, ჭიდაობის ფედერეციის სათავეში მოყვანა, შესაბამისად წყაროს ინფორმაციით, გეგა გეგეშიძე, რომელიც მოგვიანებით ფედერაციის პრეზიდენტი გახდა, „თავის ბიჭებთან“ თავს დავალებულად გრძნობს. „ექსპრესნიუსის“ ინფორმაციით, გეგეშიძეებმა რამაზ დევაძე კორცხელის ინციდენტშიც გამოიყენეს. მოჭიდავე და მოგვიანებით პოლიციელის მკვლელი, კორცხელში ჩაიყვანეს თუმცა უშუალოდ ჩხუბში აღარ ჩაურთავთ. აღსანიშნავია, რომ რამაზ დევაძეს მფარველობდა კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე მეტსახელად (ლავას ოღლი), დევაძემ ლავას ოღლის დაკვეთით შექმნა “სპორტსმენ კრიმინალთა” ჯგუფი, რომელიც აჭარაში დანაშაულებებს დევაძის ხელმძღვანელობით სჩადიოდნენ. გამოძიების ვერსიით, 27 დეკემბერს, ღამის 12:30 საათზე კლუბ „ლეგსაში“ კონფლიქტი დაიწყო მას შემდეგ, რაც ბესიკ მ. კლუბში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქე ფირუზა ა.-ს და უზბეკეთის მოქალაქე ილაჰიმ მ.-ს აიძულებდა სექსუალურ მომსახურებას. ამ დროს მათთან მივიდა პოლიციელი თარაშ მუკბანიანი და სთხოვა თავი დაენებებინა ქალებისთვის. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ბესიკ მ. ამან გააღიზიანა და დაიწყო გინება. ამ დროს საქმეში ჩაერია მასთან ერთად მყოფი მოჭიდავე რამაზ დ. და ორივე 5-6 წუთის განმავლობაში სცემდა აწ უკვე გარდაცვლის. შემდეგ კი რამაზ დ.-მ მას წაართვა პოლიციელზე რიცხული ტაბელური იარაღი და ერთჯერადად გაისროლა. გარდაცვლილს ტყვია მოხვდა თავის არეში და ადგილზე გარდაიცვალა. მანამდე, 2014 წლის 26 ივნისს, რამაზ დევაძემ და კიდევ ორმა ადამიანმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კიდევ ერთ პოლიციელს და სხვა პირებს. ამ შემთხვევაში სხვებთან ერთად პოლიციის ინსპექტორი – ილია კუკალაძე დაზარალდა. შეგახსენებთ, 28 აგვისტოს შეწყალების შედეგად, საპატიმრო დატოვა მოჭიდავე რამაზ დევაძემ, რომელიც სასჯელს პოლიციელის მკვლელობისთვის იხდიდა. ბრალდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე შეწყალების საკითხზე ერთ-ერთ რეკომენდატორად ჭიდაობის ფედერაციას ასახელებს, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს. „მოჭიდავეებს დავუწერე ასეთი განცხადება, გავატანე მასალებიც , სადაც დასტურდებოდა უბედური შემთხვევა და არავითარი განზრახ მკვლელობა. თუმცა, კონკრეტულად რომელი განცხადება იქნა დაკმაყოფილებული, ამას ვერ გეტყვით“, - განაცხადა დავით ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)