|
2015-07-14 12:32:19, 744 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლში პროგრამა "მოხალისეს" მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს
თბილისის იუსტიციის სახლში სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამის- "მოხალისეს" მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა. იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ და სსიპ " დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ უფასო პირადობის მოწმობების ორთვიანი აქციის ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლის 134 მოხალისეს სერტიფიკატები გადასცეს. მოხალისეები აქტიურად იყვნენ ჩართულები პირადობის მოწმობების უფასო აქციის განხორციელებაში. 2 თვის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები საჭიროების მიხედვით ეხმარებოდნენ. "მოხალისეები პირადობის მოწმობის აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართული. ჩვენ გვაკავშირებს რამოდენიმეწლიანი თანამშრომლობა "დანაშაულის პრევენციის ცენტრთან" და განვლილი აქციების პერიოდში, მოხალისეები აქტიურად გვეხმარებოდნენ მოქალაქეთა ნაკადების მართვაშიც. გასული აქციისასაც უპრეცედენტო რაოდენობის მოქალაქეებმა აიღეს უფასო აიდი ბარათი და აქციის წარმატებით დასრულებაში ამ ბავშვების წვლილი საკმაოდ დიდია",-განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ. სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრისა" და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროგრამა "მოხალისეს" მიზანი, ახალგარზდებში მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობაა. ჯონი კვინიკაძის განცხადებით, სერთიფიკატების გარდა, მათ სხვა ჯილდოებითაც წაახალისებენ. "სერტიფიკატების გარდა, სხვა წამახალისებელი ჯილდოებიც გვაქვს. მაგალითად, ზოგიერთი მათგანი ანაკლიის საზაფხულო ბანაკში მოხვდება. მადლობა მინდა ვუთხრა ახალგაზრდებს, რომლებიც არა მხოლოდ ამ 2 თვის განმავლობაში ემსახურებოდნენ მოქალაქეებს, არამედ, ზოგადად, დიდი პროცესის მონაწილეები არიან, რასაც ქვია საქართველოში მოხალისეობრივი კულტურის განვითარება.ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს ერთი თვე გავიდა იმ დღიდან, როდესაც მთელი თბილისი გამოვიდა და გახდა მოხალისე. ზოგადად, ქვეყანაში მოხალისეობრივი კულტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს თუნდაც ერთი თვის წინანდელმა ამბებმა აჩვენეს. აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები არა მარტო ჩვენთან არიან, არამედ მოხუცთა პანსეონატია თემქაზე, და იქ მოხუცებს დაეხმარნენ საკვების შეტანა-გამოტანაში, ოთახის დალაგებაში და ა.შ. ზოგადად, დანაშაულის პრევენციის ცენტრი მოხალისეობრივ კულტურას ვახალისებთ",-აღნიშნა სსიპ " დანაშაულის პრევენციის ცენტრის" დირექტორმა ჯონი კვინიკაძემ. ცნობისთვის, საქართველოს 13 იუსტიციის სახლში, ორთვიანი უფასო აქციის ფარგლებში, ჯამში 535 მოხალისე მონაწილეობდა. მოხალისეები იუსტიციის სახლებში მისულ მოქალაქეებს ფოტოების გადაღებაში ეხმარებოდნენ. მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მასშტაბით 12 იუსტიციის სახლში ეტაპობრივად გაიმართება. შგახსენებთ, პირადობის მოწმობების უფასო აქციის ფარგლებში, ელექტრონული დოკუმენტი 422 743-მმა მოქალაქემ აიღო. აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 20 აპრილიდან, 20 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)