|
2019-09-24 14:33:45, 2280 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა [ვიდეო]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა - მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია. მისივე თქმით, უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ და უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს. "კერძოდ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების და საგამოძიებო სამმართველოების, ასევე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალის დასახლებაში 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ტ.გ. საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის ბინის და ეზოს ჩხრეკის შედეგად, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გრძელდება. დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ფონიჭალაში დაკავებულ მეორე ნარკორეალიზატორს, პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1986 წელს დაბადებული ო.გ.-სგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა განახორციელა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ზემოაღნიშნულის გარდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ი.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, 3 კილოგრამი "ჰეროინი" ამოიღეს. გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი დააკავეს. პოლიციამ, 1961 წელს დაბადებული ნ.რ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება "ბუპრენორფინის" შემცველი 1500 აბი "სუბუტექსი" ამოიღო. 1962 წელს დაბადებული ი.ნ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება "მეტადონის" 207 აბი, 1 შეკვრა "ამფეტამინი", 1 შეკვრა "ჰაშიში" და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.ნ.-მ, თანამზრახველთან - ნ.რ.-სთან წინასწარი შეთანხმებით, საზღვარგარეთ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ზემოაღნიშნული 1500 აბი "სუბუტექსი", რომელიც შემდეგ ნ.რ.-მ მისი დავალებით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ჩადენილი დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია: 25 კილოგრამი "ჰეროინი", 1 კილო და 950 გრამი "კოკაინი", 11600 აბი "სუბუტექსი" და "სუბოქსინი", 4000 აბზე მეტი "ექსტაზი", 9 კილო და 600 გრამი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილო და 200 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)