00:40 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 11:42:25, 545 ნახვა

საზოგადოება
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა თეიმურაზ ბაქრაძემ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილებთან შეხვედრა გამართეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, სასოფლო-სამეურეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯომარემ გიორგი მიშელაძემ  მათ  სახელმწიფო პროგრამა „თხილის წარმოების განვითარება სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების გზით“ წარუდგინა.
გიორგი მიშელაძის განცხადებით პროგრამის ფარგლებში საწარმოო ინფრასტრუქტურა  სოფელ დარჩელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მოეწყობა  და მოიცავს თხილის საშრობ მანქანა-დანადგარებსა და სასაწყობე ფართს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს ხუთ წლიანი იჯარის ხელშეკრულებით გადაეცემა.
უწყების ინფორმაციით,  დადგენილი პირობების შესრულების შემთხვევაში მონაწილე კოოპერატივს შეეძლება საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ მოითხოვოს იჯარით აღებული ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით მისთვის გადაცემა.
 პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოოპერატივში 500- ზე მეტი მეპაიე იქნება გაერთიანებული, მან  ასევე ისაუბრა კოოპერაციის მნიშვნელობისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ. 
შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ირაკლი უჯმაჯურიძე ესწრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics