00:39 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-14 11:29:40, 483 ნახვა

საზოგადოება
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, დედაქალაქს 12 ობიექტი შეემატა

„ჩვენ ჯამში დედაქალაქს 12 ობიექტი შევმატეთ და ყველა მათგანი სახელმწიფოს დარჩება“, – ამის შესახებ პრემიერ–მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ვერის განახლებული საკალათბურთო დარბაზის გახსნისას  ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ობიექტები ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“–ს  უმასპინძლებს, რის შემდეგაც ისინი  სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.

„დღეს, ჩვენ, ვიმყოფებით სრულიად განახლებულ ვერის საკალათბურთო დარბაზში.  ეს არის კალათბურთელების  საყვარელი ადგილი  და არა მხოლოდ მათთვის, არამედ ყველა თბილისელისთვის.  ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ ამ დარბაზის სრული რეაბილიტაცია გაგვეკეთებინა და ამისათვის დაახლოებით 2 100 000 დავხარჯეთ.  ეს არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი, თანამედროვე დარბაზი, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს. ჩვენ, ჯამში, დედაქალაქს 12 ობიექტი შევმატეთ, აქედან 6 ახალია, დანარჩენი კი, გარემონტებული, აღდგენილი. რაც მთავარია, თორმეტივე არის სახელმწიფო ობიექტი და ყველა მათგანი დარჩება სახელმწიფოს, რითიც ჩვენი სპორტსმენები ისარგებლებენ. ეს არის საჩუქარი ჩვენი სპორტსმენებისთვის, ვინაიდან ისინი მართლაც იმსახურებენ ამ დახმარებას სახელმწიფოსგან“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ვერის განახლებული საკალათბურთო დარბაზი პრემიერ–მიინსტრმა თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან, „თბილისი – 2015“–ის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარესთან ალექსი ახვლედიანთან, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან ტარიელ ხეჩიკაშვილთან და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად გახსნა.

დღესვე სამთავრობო დელეგაცია განახლებულ ძიუდოს აკადემიას გახსნის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics