08:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-23 12:08:21, 2122 ნახვა

სამართალი
თამარ ალანია - გვანცა ყუფარაძის საქმეზე ნებისმიერი მოსამართლე იმავე განაჩენს გამოიტანდა, რაც მე გამოვიტანე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, მოსამართლეობის კანდიდატს, თამარ ალანიას კითხვა დაუსვა  14 წლის მსჯავრდებულ გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით.

-„თქვენ ხართ მოქმედი მოსამართლე და გაქვთ სამოსამართლეო საქმიანობის ძალიან ხანგრძლივი სტაჟი. არის გარკვეული კითხვები თქვენს მიმართ და ეს კითხვები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს და, რა თქმა უნდა ჩვენ, აქ პარლამენტში უნდა დავსვათ მათ შორის ყველაზე მწვავე და კრიტიკული კითხვები“, - მიმართა კილაძემ ალანიას.

სოფო კილაძემ იქვე განმარტა, რომ კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომლის თანახმადაც ამბობს, რომ მოსამართლეს არ შეიძლება კონკრეტულ საქმეზე მოთხოვოს პასუხი, მაგრამ საზოგადოებისთვის საინტერესო კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი. 

„2006 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ 14 წლის გოგონას მიუსაჯა 5 წელი პატიმრობა და 5 წელი პირობითი მსჯავრი, აქედან გამომდინარე, მეორე, უკვე სააპელაციო სასამართლოში როდესაც გასაჩივრდა, თქვენ ბრძანდებოდით ერთ-ერთი ის მოსამართლე, რომელმაც ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, ეს საქმე შემდეგ წავიდა სტრასბურგში, ჩემი კითხვაა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღეთ თქვენ ეს გადაწყვეტილება?“

სოფო კილაძემ  მოსამართლეობის კანდიდატს ასევე კითხა, -„ თუ თვლით, რომ თქვენ გქონდათ საკმარისი მტკიცებულებები, ხომ არ ფიქრობთ, რომ 14 წლის ბავშვის, გოგონას მიმართ ასეთი მკაცრი სასჯელი იყო ნამდვილად არათანაზომიერი. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რიომ თქვენ კარგად იცოდით, როდესაც ამ განაჩენზე აწერდით ხელს, რომ ეს იყო სააკაშვილის პენიტენციური სისტემა, სააკაშვილის ციხეები, სადაც ადამიანებს უმოწყალოდ კლავდნენ, აწამებდნენ და აუპატიურებდნენ?", - მიმართა კილაძემ.

რაც შეეხება თანარ ალანიას განცხადებით, როგორც კრიმინოლოგიური, ასევე არასრულწლოვნის ფსიქოლოგიის კვლევის კუთხით გვანცა ყუფარაძის საქმე ძალიან საინტერესოა.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მე არაერთხელ აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ საქმეზე არსებული მტკიცებულებებით არათუ თამარ ალანია, ნებისმიერი მოსამართლე, რომლის წინაშეც წარსდგებოდა ეს საქმე, მისი დაზარალებულის ჩვენებებით, რომელიც იყო უტყუარი, თანმიმდევრული ყველა ეტაპზე, იმ მოწმეთა ბაზის მიხედვით, რომელიც საქმეში იყო წარმოდგენილი, ასევე ექსპერტიზის დასკვნებით, უტყუარად დასტურდებოდა ამ პირის ბრალეულობა“, - აღნიშნა თამარ ალანიამ.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის ნოემბერში გვანცა ყუფარაძე ერთ-ერთი თანაკლასელის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. ის ამტკიცებდა, რომ მსხვერპლი ორმა ახალგაზრდა კაცმა დაჭრა, რომლებიც სკოლის ეზოში შევიდნენ და მის თანაკლასელს დაესხნენ თავს. თუმცა, თავად მსხვერპლის განცხადებით, მას სწორედ ყუფარაძე დაესხა თავს. 2007 წლის ივნისში პირველი ინსტანციის სასამართლომ ყუფარაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აქედან - ნახევარი პირობითი მსჯავრი. გადაწყვეტილება მოგვიანებით ძალაში დატოვეს სააპელაციო და უზენაესმა სასამართლოებმა.  გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანიამაც, 2008 წელს კი უზენაესმა სასამართლომ საქმე წარმოებაში არ მიიღო.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლზე (არადაამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა) დაყრდნობით, ყუფარაძემ  გაასაჩივრა, რომ სასჯელს იხდიდა ზრდასრულთა ციხეში და არა არასრულწლოვანთა საპატიმრო დაწესებულებაში.  გარდა ამისა, ყუფარაძე აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურა უსამართლოდ ჩატარდა.  ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი მუხლის დარღვევა ვერ დაადგინა. თამარ ალანია წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარსადგენ კონკურსში მონაწილეობდა. იუსტიციის სამინისტროში გამართულ გასაუბრებაზე თეა წულუკიანმა ის მწვავედ გააკრიტიკა და უთხრა, რომ მისი „გადაწყვეტილების გამო ყუფარაძემ საქმე კი არა, ლამის სიცოცხლე წააგო“.

 

  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics