08:25 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 11:18:38, 11369 ნახვა

სამართალი
სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბრიფინგი იყო ჩანიშნული, თუმცა ბრიფინგი თავად პრეზიდენტმა გამართა. 

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის გაცემა საკუთარ თავზე აიღო. 

„მინდა მივმართო საზოგადოებას, რადგან მესმის მათი წუხილი. ეს ჩემი წუხილიცაა, როცა რომელიმე ჩემს გადაწყვეტილებაზე შფოთავენ. ამიტომაც მოვედი აქ. შეწყალება არ არის ის, რაც ზოგს ჰგონია - ვინმეს გამართლება; არც რევიზიაა რომელიმე სასამართლოსი. ეს არის სუბიექტური, პერსონალური გადაწყვეტილება, მისი პასუხისმგებლობის ქვეშ. ეს არის გარემოებების, მოცემულობების შეფასება. ამიტომაც წინათაც ვთქვი, რომ ინიციატივა მაქვს - წესები, რაც შეწყალებას ეხება, გადაიხედოს. ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაცია იყო. ჩემი ვერსიაც გადაეცემა თავმჯდომარეს და მომავალი კვირიდან სამუშაო ჯგუფი შედგება, რომელიც ჩამოაყლიბებს იმ წესებს, რაც შეშფოთებას აღარ გამოიწვევს. ასევე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics