|
2019-09-16 12:40:23, 2327 ნახვა
სამართალი
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების გადაწყვეტილებების გასაჯაროებას ითხოვს
არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების გადაწყვეტილებები გაასაჯაროოს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების (განჩინებების) გადმოცემის მოთხოვნით მიმართეს, რაზეც საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 4 სექტემბერს დასრულდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პირველი ეტაპი, რის შედეგად შედგენილი 20- კაციანი სია გადაეცა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. აღნიშნულ სიაში 14 კანდიდატი საერთო სასამართლოების ყოფილი ან მოქმედი მოსამართლეა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ წარსულში გამოტანილი განაჩენების (განჩინებების) გადმოცემის მოთხოვნით, თუმცა საქალაქო სასამართლომ აღნიშნულზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ "ცალკეული მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა, დამუშავება და საჯარო მონაცემთა ბაზაში განთავსება არ ხორციელდება". საზოგადოებას შევახსნებთ, რომ საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მე-13 მუხლის თანახმად, სასამართლოს ღია სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება მთლიანად ქვეყნდება სასამართლოს ვებ გვერდზე. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილით 1. საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებისთვის ან პერსონალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა. კანონმდებლობა არ იცნობს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ისეთ საფუძველს, როგორიცაა სასამართლო გადაწყვეტილებების აღრიცხვის და მონაცემთა ბაზაში განთავსების არ არსებობა. იმ ფონზე, როდესაც მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის „უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და ღია პროცედურებს" დაანონსა და ასევე გაკეთდა განცხადებები, საპარლამენტო უმრავლესობა ამ კანდიადტებს „მიკროსკოპით დააკვირდება", კანდიდატების პროფესიული გამოცდილების შესწავლის გარეშე მთელი ეს პროცედურები მოკლებულია რეალურ შინაარსს. მოსამართლის კომპეტენტურობასა და კეთილსინდისირებაზე ყველაზე უკეთ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მეტყველებს. შესაბამისად, მოვუწოდებთ სასამართლო ხელისუფლებას უმოკლეს ვადაში გაასაჯაროოს და პარლამენტისთვის, ასევე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მოსამართლე კანდიდატების მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები”, - აღნიშნულია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)