|
2015-07-13 13:52:16, 466 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საბჭოს ექსპერტი - სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია
ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებსა და სამედიცინო პერსონალს შორის მიმდინარე რეფორმის ფონზე ეფექტური და კოორდინირებული თანამშრომლობის საკთხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროპის საბჭოს ექსპერტი იორგ პონტი, ევროკავშირის ექსპერტი პიტერ ნაქსი, სამინისტროს დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ციხის დირექტორები და მთავარი ექიმები ესწრებოდნენ. უწყების ინფორმაციით, სამუშაო რეჟიმში მხარეებმა მიმდინარე რეფორმა საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობის კუთხით განიხილეს. შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა სისტემის თანამშრომელთა მობილიზებულ და კოორდინირებულ მუშაობაზე გააკეთა აქცენტი. „სისტემაში რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩვენი მთავარი მიზნის მისაღწევად და საუკეთესო დასავლური პრაქტიკის ჩვენს სინამდვილეში დასანერგად, მთავარი ძალა უწყების თანამშრომლები და მათი პროფესიონალიზმია. მოვუწოდებ თითოეულ თქვენგანს, რომ ენერგია არ დაიშუროთ დასახული ამოცენების წარმატებით განხორციელებისთვის. პენიტენციური სამსახურისა და სამედიცინო პერსონალის კოორდინაცია იმდენად ძლიერი უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ მსჯავრდებულთა მომსახურების, მათი უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მისადაგება“, - აღნიშნა მინისტრმა. ციხის ჯანდაცვის სფეროში ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ვენის უნივერსიტეტის დოქტორმა, იორგ პონტმა სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები პოზიტიურად შეაფასა. „ მინდა გითხრათ, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, ამასთან, აღსანიშნავია, რომ პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის კუთხით სიტუაცია მკვეთრად არის გაუმჯობესებული“. - აღნიშნა პონტმა. სამუშაო შეხვედრა ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის დაწესებულებებში“ ფარგლებში ჩატარდა. ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამა „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)