05:38 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-07 18:49:42, 2570 ნახვა

სამართალი
პროკურატურა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის მიმართ 50 000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვს

გენერალური პროკურატურა „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით 50 000 ლარიან გირაოს შეფარდებასა და  ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას მოითხოვს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ზვიად გუბელაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გირაოს 50 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, - აღნიშნა პროკურმა.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics