|
2019-09-05 15:06:22, 1803 ნახვა
სამართალი
გომელაური მაჩალიკაშვილზე - გეგმავდა თემას, მაგრამ გასაჯაროვდა, ამიტომაც აღარ დავაკავეთ
გეგმავდნენ თემას და რომ გასაჯაროვდა, თემა გაჩერდა, აქედან გამომდინარე, აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, რითაც დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილის შეკითხვას გამოეხმაურა. გომელაურის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საქმის გამოძიების ფარგლებში, მისი დაკავების აუცილებლობა არ დადგა. „2013 წლიდან ტერორიზმის მუხლით დაკავებულია 21 პიროვნება. თქვენ ალბათ, გულისხმობთ მაჩალიკაშვილის თემას და სასაფლაოზე რა ჩანაწერიც გავიდა. ღია ეთერში ამაზე ვერ ვისაუბრებ და ბოდიშს მოგიხდით. არ არის აუცილებელი ადამიანი დააკავო, მთავარია დანაშაული აღკვეთო. გეგმავდნენ თემას და რომ გასაჯაროვდა, თემა გაჩერდა. აქედან გამომდინარე, აღარ მოხდა ამ ადამიანის დაკავება. არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც დაიჭირო და ყველა ციხეში ჩასვა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)