05:37 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 12:05:53, 1295 ნახვა

სამართალი
გომელაური: წლის ბოლომდე სახანძრო-სამაშველო სამსახური 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით აღიჭურვება

„ვგეგმავთ სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობას, წლის ბოლომდე სამსახური აღიჭურვება 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა.

მისი განმარტებით, საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა.

„მინდა შევეხო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია  ჩვენს ქვეყანაში და ძალიან მაგარი ადამიანები მუშაობენ ამ სამსახურში. სადაც ყველაზე ცხელი წერტილია, ეს ადამიანები იქ არიან. მე მახსოვს, მინდა ხაზი გავუსვა, ბერი სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ორმხრივი ცეცხლის დროს როგორ აქრობდნენ მეხანძრეები ბინებზე წაკიდებულ ცეცხლს. მართლა ასე იყო, მეორე უცებ შევძელით, ცალ მხარეს გავაჩერეთ, თუმცა იქედან მაინც ისროდნენ, ეს ადამიანი იდგნენ  და აქრობდნენ. მართლა გმირები არიან და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც იქ იდგა და ამას აკეთებდა. მაშინ არ მქონდა საშუალება რომ მადლობა გადამეხადა მათთვის.

საგანგებო სიტუაციების მართვის მიმართულებით ეფექტიანობის გაზრდისთვის დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საოპერაციო რესურსების განვითარება, მზადყოფნის დონის ამაღლება და რეაგირების ხარისხის გაზრდა.

განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ აღჭურვას. ვგეგმავთ სახანძრო-სამაშველო ობიექტების მშენებლობას ანაკლიაში, ზუგდიდში, მარტვილში, სიღნაღში, ბორჯომში, ჩოხატაურში, ჩხოროწყუსა და აბასთუმანში. ასევე, წლის ბოლომდე სამსახური აღიჭურვება 30 ერთეული სახანძრო-სამაშველო მანქანით. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონმა ირაკლიმ კარგად იცის, როგორ გვიჭირს ამ მიმართულებით და რა ძვირი ღირს თითოეული ეს მანქანა, სპეცმანქანებია და  ძალიან კარგია, რომ ეს უკვე დაგეგმილია, შესყიდულია და წელს უკვე ჩამოვა და დაურიგდება სხვადასხვა ქალაქს.

ჩვენი ამოცანაა, რომ რესურსები მივმართოთ არა მხოლოდ სამსახურის ტექნიკური და ტექნოლოგიური აღჭურვისა და განვითარებისკენ, არამედ მეხანძრე მაშველების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათთვის სოციალური გარანტიების გაძლიერებისკენ. ამ მიმართულებით ევროკავშირთან ერთად ვიმუშავებთ მეხანძრე-მაშველებისთვის სპეციალური სასწავლო მოდულის შემუშავებაზე, რომელიც ჩამოყალიბდება, როგორც სისტემაში ახალმოსული პირებისთვის საბაზისო სასწავლო კურსი“, - აღნიშნა გომელაურმა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics