05:36 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 12:00:59, 1496 ნახვა

სამართალი
გომელაური: აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას

 „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის დროს განაცხადა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“.

„ ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის განხორციელებას, რომელიც ქვეითთა, მგზავრებისა და მძღოლების უსაფრთხოების გაუმჯობესებას მოემსახურება და შეამცირებს გზებზე უბედურ შემთხვევებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების სფეროში.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტს წარედგინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებების პაკეტი, რომლის ფარგლებშიც საჭიროებებს და გამოწვევებს მოერგება საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არსებული სანქციის ზომები. აქტიურად გაგრძელდება საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“.

ზემოაღნიშნულის გარდა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გაგრძელდება ქულათა სისტემის დახვეწა, მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდის პრაქტიკული კომპონენტის საქალაქო პირობებში ინტეგრირება და პრევენციული ხასიათის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ბაზის განვითარება. ეს მეტად მნიშვნელოვანი თემაა, საგზაო უსაფრთხოება. ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იღუპება სიჩქარის გადაჭარბებაა  თუ ღვეთის გაკეთების თემა და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისე გავაკეთოთ, რომ კომფორტული იყოს მოქალაქისთვისაც და პოლიციელისთვისაც ურთიერთობა რომ არ დაიძაბოს“, - განმარტა ვახტანგ გომელაურმა.

 

 

(NS)

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics