2019-08-31 15:30:19, 1908 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში, მამაკაცს საცხოვრებელი ბინიდან ჩამოვარდნილი კონდიციონერი დაეცა
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე 40 წლამდე გამვლელ მამაკაცს საცხოვრებელი ბინის მესამე სართულიდან ჩამოვარდნილი დაეცა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაობზე უსაფრთხოების ნორმების დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან