2019-08-31 12:08:56, 1619 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა
ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალს ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ამასთან, უწყების ცნობით პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან