04:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 12:04:31, 2347 ნახვა

სამართალი
პროკურატურა 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს

პროკურატურა პეკინის ქუჩაზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ  სასამართლო სხდომის დაწყებამდე პროკურორმა გრიგოლ ნიშნიანიძემ ჟურნალიტებს განუცხადა.

პროკურორის განცხადებით, მცირეწლოვანი ყოველგვარი მოტივის გარეშე დაჭრეს.

„ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით, პატიმრობის გამოყენების თაობაზე-დანაშაულის ხასიათის, სპეციფიკის გათვალისწინებით. ბრალდებულის მიმართ ასევე დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნის მიღების შემდგომ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული. დასკვნას გარკვეული ვადა სჭირდება“, - აღნიშნა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.

 

 

 

ფოტო: ტელეკომპანია "იმედი".





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics