|
2019-08-30 10:54:09, 2401 ნახვა
სამართალი
შსს-მ გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ვ. ხ. და 1987 წელს დაბადებული ლ. ი. გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში ფიზიკური ანგარიშსწორებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ძმებს ფულს სძალავდნენ. სამართალდამცველებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 126-ე 1- ლი პრიმა მუხლის "დ" და "გ" ქვეპუნქტებით. კახეთის პოლიციამ გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნიღაბი, ხელთათმანები და პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)