04:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 10:04:03, 2146 ნახვა

სამართალი
სასამართლო 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული თამარ საძაგლიშვილის მიმართ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე გაბუნიას განცხადებით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს და 27 აგვისტოს მომხდარი საერთოდ არ ახსოვს.

შესაბამისად, უფლებადამცველი 51 წლის ქალისთვის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics