04:11 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-29 15:21:25, 2412 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს

 პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულ ქალს მომხდარი ფაქტი არ ახსოვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე გაბუნიამ განუცხადა.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, თამარ საძაგლიშვილს ათეულობით წელია ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც იღებს.

„მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს.

დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ. პატიმარს დღეს პირველად შევხვდი, 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, მეტი ინფორმაცია არ მაქვს. დიდი ხანია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რამდენიმე ათეული წელია. სამედიცინო დაწესებულებაშიც იწვა, სხვადასხვა დაწესებულებებში. ბოლოს, ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს, რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული. ძალიან მოდუნებულია, წამლებს ახლა ვერ იღებს, რადგან თან არ აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics