04:13 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 18:45:11, 2211 ნახვა

სამართალი
პროკურორი: ხაზარაძე და ჯაფარიძე ცრუობენ - ბრიტანულმა მხარემ მათი ფინანსური აქტივობები თავისი ინიციატივით მოგვაწოდა

 „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის - პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ“, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა, რომელიც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელების განცხადებებს გამოეხმაურა.

პროკურორის განმარტებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ.

მისი განმარტებით, აღნიშნული კომუნიკაცია  ბრიტანული მხარის ინიციატივით შედგა.

„ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. პირველ რიგში, განვმარტავ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის - პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან“, - განაცადა პროკურორმა.

მისივე მტკიცებით, ასევე სიცრუე ინფორმაცია, რომ ბრიტანული მხარისგან კომუნიკაცია ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში შედგა.

რაც შეეხება, განცხადებაში მოყვანილ კიდევ ერთ ცრუ გარემოებას, თითქოს და ეს კომუნიკაცია შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების. რეალურად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“  - ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა „ტერორიზმი“ და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა „ტერორიზმი“ ნახსენები არსად არ არის.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას, გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში განიხილოს ნებისმიერი ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენებას იმგვარად, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელი არ შეეშალოთ საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში“, - აღნიშნა პროკურორმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics