02:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 17:14:15, 2159 ნახვა

სამართალი
„ოცნების“ დეპუტატი: გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო

პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ ნინო წილოსანი აპირებს, რომ სამოქალაქო აქტივისტსა შოთა დიღმელაშვილს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლოს.

ამის შესახებ „ოცნების“ დეპუტატმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მისივე განცხადებით, დიღმელაშვილმა „სირცხვილიას“ გადაცემაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა იმის შესახებ, რომ დეპუტატი მფარველობს კომპანიას, რომელიც ქუთაისში სოციალურად დაუცველებისთვის სახლებს აშენებს.

„გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის. ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა.

ინფორმაციისთვის: შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში #სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი “ვკრიშავ” (როგორი სოლიდურ/ჟურნალისტურ/პროფესიონალური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები. #სირცხვილიაშოთა“, - წერს ნინო წილოსანი.

აღსანიშნავია, რომ „ოცნების“ დეპუტატს თავად შოთა დიღმელაშვილი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დეპუტატი ნინო წილოსანისა და მისი გულშემატკივრების მუქარა არის შეტევა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორის გაჩუმებას, რათა მათ სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემებისა და შესაძლო საპარლამენტო ლობირების შესახებ ხმამაღლა არ ისაუბრონ“.

 

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics