|
2019-08-27 14:29:20, 2037 ნახვა
კომენტარი
ჯაფარიძე: გვინდა, მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება
"გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება", - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ჯაფარიძის შეფასებით, სახელმწიფო სტრუქტურები "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების წინააღმდეგ პოლიტიკური მოტივით მოქმედებენ. ამასთან ჯაფარიძემ ქართული სასამართლოს გააკრიტიკა. "მინდა ამავდროულად, რადგან ასეთი ნაბიჯი იქნა გადადგმული, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს საქართველოში სახელმწიფო სამსახურები პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება. ამიტომ, მათ მიერ გადაგზავნილი მოთხოვნები უნდა გადამოწმდეს. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, რათა ვამხილოთ ყველა ის სამსახური, ვამხილოთ ყველა ჩვენი მეგობარი ქვეყნის საელჩოს მეშვეობით. ვაპირებთ გადავდგათ ნაბიჯები იმდაგვარად, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვა, ამ კონკრეტული საქმის შინაარსთან მიმართებაში. ამიტომ, მოვუწოდებთ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის საელჩოს, რომ აქტიურად იყოს ჩართული მთლიანად ამ პროცესში, იმიტომ, რომ ყველაზე დიდი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის სიმართლე და გამჭვირვალობა. სასარგებლო იქნება თუ მეგობარი ქვეყნების შესაბამისი სამსახურები ჩაერთვებიან პროცესში და გაეკვრვევიან შეთითხნილი საქმის არსში, რის შემდეგაც დადებენ თავიანთ დასკვნას", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)