|
2019-08-22 20:41:53, 2470 ნახვა
სამართალი
ავთანდილ წერეთელის ადვოკატი: მე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარწმუნებულები ვართ, რომ ის უდანაშაულოა
მე და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დარწმუნებულები ვართ, რომ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს - ეს განცხადება TV პირველის მფლობელის, ვატო წერეთელის მამის, ავთანდილ წერეთელის ადვოკატმა კახა წერეთელმა ჟურნალისტებს პროკურატურაში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების ჩასაბარებლად მისვლისას განუცხადა. ადვოკატმა აღნიშნა, რომ ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფება და ჩამოსვლისთანავე პროკურატურის ყველა კითხვას პასუხს გასცემს. "ავთანდილ წერეთლის პოზიცია არის ის, რომ მას არანაირი მონაწილეობა რაიმე დანაშაულებრივ საქმიანობაში არ მიუღია და ის დარწმუნებულია, რომ ბრალდება იქნება დაუსაბუთებელი. ადრეც იმყოფებოდა ავთანდილ წერეთელი გამოკითხვაზე და დაახლოებით ცნობილია ჩვენთვის ის გარემოებები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და ამიტომ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მეც დარწმუნებულები ვართ, რომ მის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები არ არსებობს. ნამდვილად არ ვიცი, იმ პერიოდში როგორ იყო გადანაწილებული წილები, თუმცა საუბარია 10-11 წლის წინ კონკრეტულ ტრანზაქციებზე და ავთანდილ წერეთელი ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს. ის უბრალოდ დღეს არ იმყოფება საქართველოში, მისთვის მოულოდნელი იყო, რომ დღეს ეს ღონისძიება იგეგმებოდა, შესაბამისად, ჩამოსვლისთანვე ის ნებისმიერ გამოძახებაზე გამოცხადდება და გასცემს ყველა შეკითხვას პასუხს",- განაცხადა კახა წერეთელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)