02:53 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 20:14:31, 2838 ნახვა

სამართალი
ხაზარაძე: მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, არავის ეგონოს, რომ გვეშინია

შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე, როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში, ვართ პირნათელი - ეს განცხადება თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა, სადაც მისთვის და ბადრი ჯაფარიძესთვის წაყენებული ბრალის დაზუსტების მიზნით იყო დაბარებული.

მამუკა ხაზარაძემ  პარტია „ქართული ოცნების“  ახალგაზრდა წევრების ნაწილს მიმართა და ჰკითხა, მოსწონთ თუ არა ქვეყანაში არსებული შერჩევითი სამართალი.

"მთელი ჩემი და ბადრის ბიზნეს მოღვაწეობის განმავლობაში არასდროს არ დაგვირღვევია კანონი, არ მოგვიტყუებია ბიუჯეტი, არ მოგვიტყუებია ჩვენი პარტნიორები ადგილობრივი თუ საერთაშორისო და შემიძლია ღმერთისა და ხალხის წინაშე განვაცხადო, რომ ისევე როგორც ამ საქმეში, მთელი ჩვენი მოღვაწეობის განმავლობაში ვართ პირნათელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მზად ვარ დღესვე წავიდე ციხეში, ვინმეს არ ეგონოს რომ ჩვენ გვეშინია რამის, ან ყადაღის დადების გუშინ რაც გააკეთეს სამარცხვინოდ, ან ნებისმიერი ქმედების.

მე მინდა მივმართო ოცნების ახალგაზრდა წევრების ნაწილს, რომლებმაც თავისი განათლება უცხოეთში მიიღეს, დახარჯეს ოთხი წელი, შეიძლება მეტიც დემოკრატიის, მართლმსაჯულების და ჰქონდათ იმედი, რომ თავის ქვეყანაშიც მსგავსი სიტუაცია შეექმნათ. ჩვენ ამ ხალხს მხარი დავუჭირეთ მაშინ, იმიტომ რომ გვეგონა ეს ის ნაწილი იყო ამ პარტიის თუ მოძრაობის, რომელიც ამ ქვეყანას უკეთესობისკენ წაიყვანდა, მე მინდა მათ ვკითხო - ეს სახელმწიფო ნახეთ იმ ქვეყნებში და ამ ცოდნით დაბრუნდით, გაჩუმებულები რომ ხართ? ესეთი მართლმსაჯულება მოგწონთ თქვენ, რაც ახლა ხდება? შერჩევითი სამართალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერს არ ამოვფარებულვართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics