|
2019-08-22 19:48:56, 1976 ნახვა
სამართალი
ჯაფარიძე: პროკურატურა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად გადაიქცა - მზად ვართ დარტყმისთვის
„ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა, ჩვენ არ ვეფარებით არაფერს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მათზე დევნა გრძელდება. ამასთან, ჯაფარიძე წაყენებულ ბრალს აბსურდულს უწოდებს და პასუხისმგებლობას გენერალურ პროკურორს აკისრებს. „გრძელდება ჩვენი დევნა. ძალიან სამწუხარო ამბავი უნდაა გითხრათ, რომ პროკურატურა, როგორც საელმწიფო ინსტიტუტი განადგურებულია, ის გადაიქცა რეჟიმისთვის არასასურველი ადამიანების დამსჯელ აპარატად. თვითონ ბრალი, რომელიც წაყენებულია ჩვენს მიმართ არის სრულიად აბსურდული ცილისწამება, ის შეიძლება თავისი ცინიზმითა და უზნეობით შეუდარდეს უდანაშაულო ადამიანისთვის იარაღის, ან ნარკოტიკის ჩადებას ჯიბეში და მერე მის ამაში დადანაშაულებას. უნდა გითხრათ, რომ გენერალური პროკურორი, რომელიც პირდაპირ პასუხისმგებელია ამ ბრალის ჩვენდამი წაყენებაში, ის დღეს მიისწრაფვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისაკენ, მაგრამ ის არის პირდაპირ დამნაშავე ყველა იმ აბსურდული ბრალის, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს, მისი ხელდასმით ხორციელდება ეს და ის ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. ნათელია რა აბსურდთან გვაქვს საქმე. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ ნებისმიერი დარტყმა, ჩვენ არ ვეფარებით არაფერს. ზოგიერთი ხელისუფლების წარმომადგენელს ეტყობა სიტყვა გაუგია ინდულგენცია და ხმარობს ამ სიტყვას სრულიად გაუგებრად და უკონტექსტოდ, მინდა მათ გასაგონად ვთქვა, რომ ინდულგენცია სულ სხვა რამეს ნიშნავს, ვიდრე ისინი გულისხმობენ და აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გართულებისათვის“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)