|
2019-08-22 19:06:20, 1842 ნახვა
სამართალი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გენერალურ პროკურატურაში იმყოფებიან. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები საგამოძიებო უწყებაში თავიანთ უფლებადამცველთან, ზვიად კორძაძესთან მივიდნენ. შეგახსენებთ, რომ გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურატურამ TV პირველის მფლობელის მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ცნობით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)