01:18 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 11:36:48, 1355 ნახვა

სამართალი
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ხელახლა დაიბარეს

 „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში ხელახლა დაიბარეს.

 როგორც უწყებაში აცხადებენ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები  წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით არიან დაბარებული.

ხაზარაძე და ჯაფარიძე უწყებაში 19:00 საათზე უნდა მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ  გამოძიება მათ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

აღსანიშნავია, რომ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურატურამ  TV პირველის მფლობელის მამის ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უწყების ცნობით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მიერ ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics