01:17 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-21 14:40:16, 1341 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე მის დაბარებას ნიკა გვარამიას არხს არ უკავშირებს

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა უარყოფს, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიისთვის ფართი მიჰყიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა, გვარამიასთან ფართზე მოლაპარაკება ჰქონდა, მაგრამ უძრავი ქონების ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

 „განაცხადი მქონდა მიცემული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომ ობიექტებს ვყიდდი. ვინაიდან, ყველაფერზე ყადაღა დამიდეს და ძალიან დიდი სესხები მაქვს ბანკების, იძულებული ვიყავი, რომ რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა. მერე იყო შეხვედრა, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენ და ნიკა გვარამია თანხაზე. იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ, არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ღაჭავას თქმით, ის გამოკითხვაზე დაბარებას „მთავარ არხს“ არ უკავშირებს.

„მე ამ წუთას არ ვუკავშირებ და რომ გავეცნობი, მერე გამოვალ და გეტყვით“,- მიმართა ჟურნალისტებს ლაურა ღაჭავამ.

შეგახსენებთ, ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics