00:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-17 10:23:38, 1702 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე თერჯოლის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გელა ქ., ხოლო  ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქეები - კახი კ. და გია მ. დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ კახი კ-მ და გია მ-მ,  უნებართვო მშენებლობებისათვის სამსახურებრივი მფარველობის გაწევის და რეაგირების განუხორციელებლობის სანაცვლოდ გელა ქ-ს ქრთამის სახით შესთავაზეს და მოგვიანებით გადასცეს 1000 ლარი.

„გამოძიება ქრთამის აღების და ქრთამის მიცემის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 გამოძიებას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics