|
2019-08-15 12:41:05, 1341 ნახვა
სამართალი
„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს“ - სალია ია კიწმარიშვილს პასუხობს
„დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია ტელევიზიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ეროსი კიწმარიშვილის მეუღლის, ია კიწმარიშვილის განცადებას, რომელმიც სასამართლოს სთხოვს კომპანიის ქონებას ყადაღა დაჩქარებული წესით დაედოს და ამით თავიდან იქნას აცილებული თაღლითური გარიგებები. სალია ეჭვობს, რომ კიწმარიშვილის მეუღლემ განცხადება იურისტებთან კონსულტაციის გარეშე გამოაქვეყნამ „დაჩქარებული წესით ყადაღა სამართლებრივად არ არსებობს. ყადაღას სასამართლო ისედაც იყენებს როგორც ერთ-ერთი უზრუნველყოფის ღონისძიებას 24 საათის განმავლობაში მიმართვიდან. რაც შეეხება ია კიწმარიშვილის განცხადებას, მე ვფიქრობ რომ ეს განცხადება მომზადებულია სამართლებრივი კონსულტაციის გავლის გარეშე. ვინაიდან მასში გვხვდება ისეთი ტერმინები, რომელიც არ არის დამახასიათებელი სამოქალაქო დავისთვის. საუბარი არის თაღლითობაზე. თუ თაღლითობა იყონ ჩადენილი ოდესმე ქიბარ ხალვაშის მიერ ამაზე აქამდეც უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის კუთხით მათი განცხადება გაკეთებული. ქიბარ ხალვაშმა 2008 წელს მიმართა პროკურატურას. არც ერთ სხვა პირს, არც აქიმიძე, დვალს ან კიწმარიშვილს არ მიუმართავთ იმ პერიოდში პროკურატურისთვის. აქიმიძეს და დვალს მიმართული აქვთ 2012 წელს. ჩემთვის უცნობია საერთოდ მიმართული აქვს თუ არა პროკურატურისთვის ია კიწმარიშვილს. სამართლებრივი დავა დასრულებულია ამ საკითხზე. ქიბარ ხალვაში მიჩნეულია სასამართლოს მიერ კანონიერ მესაკუთრედ. შესაბამისად, არანაირი შეზღუდვა მას გაასხვისოს ეს წილები არ გააჩნია. გაურკვეველია რა თაღლითობაზეა საუბარი“, - აღნიშნა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)