00:00 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-14 14:58:35, 1207 ნახვა

სამართალი
ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო  სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალებების და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე ბრალდებული ა.ა. დამნაშავედ ცნო. 

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ა.-მ  უკანონოდ შეიძინა  ნარკოტიკული საშუალება  0,064   გრ. და  0,206  გრ. „ჰეროინი" , საიდანაც ნაწილი  2018 წლის  9 ივლისს  100 ლარად, ხოლო  12 ივლისს 200 ლარად უკანონოდ გაასაღა გ.კ.-ზე.

"სამართალდამცველებმა ა.ა. 2018 წლის 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი,  მე-4 ნაწილებით,  მე-3 ნაწილის „ა"  და მე-5 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით წარედგინა  (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღება) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ა.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics