2019-08-13 11:39:44, 1707 ნახვა
სამართალი
„TV პირველზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა
„TV პირველზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა.
ტელევიზიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს დილით, არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელებული კიბერშეტევის გამო, არხი პარალიზებულია და საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები ეთერში ვერ გადის.
„დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა "საქმიანი დილა" და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,