2019-08-13 11:36:55, 1556 ნახვა
სამართალი
საბაჟო გამშვებ პუნქტში „მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (30 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,