|
2019-08-09 14:32:19, 4327 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ზიანი მიადგა
„ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა“, - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ნიკა გვარამიას მიერ შესაძლო ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: „2012 წლის ნოემბრიდან ნიკა გვარამია დანიშნული იყო შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დირექტორად, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან - ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორად. საწარმოს წესდების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ს მესამე პირებთან ურთიერთობაში წარმოადგენს გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებულია კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესების დაცვით უზრუნველყოს მისი ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, იმოქმედოს კომპანიის და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყოს წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება. ასევე, „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი კომპანიის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად და უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისთვის. მიუხედავად ზემოაღნიშნული ვალდებულებებისა, ნიკა გვარამია ბოროტად იყენებდა თავის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, არ მოქმედებდა კეთილსინდისიერად და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე. კერძოდ, 2015 წლის 16 იანვარს შ.პ.ს, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს „ინტერ მედია პლიუსთან", რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები - ზ.გ. და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი - ზ.ი. ხელშეკრულების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-მა „ინტერ მედია პლიუსს" დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2"-ის, ,,ახალი არხის" (იგივე ,,კომედი არხის") და ,,მარაოს") ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება. მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, ,,ინტერ მედია პლიუსის" მიერ ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო. ნიკა გვარამია მოქმედებდა რა შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ და მისი მეგობრების კუთვნილი კომპანიის - შ.პ.ს. ,,ინტერ მედია პლიუსისათვის" გამორჩენის მისაღებად, ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურების შესახებ შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსთან" გაფორმებული ყოველთვიური შეთანხმებებით, განზრახ არ მოითხოვა ტელეკომპანიის კუთვნილი 6 763 510 ლარი, რითაც მის მეგობრებს მისცა შესაძლებლობა, შ.პ.ს. „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ მიღებული დიდი ოდენობით თანხების აკუმულირება მოეხდინათ საკუთარი კომპანიის ანგარიშზე და არ გადაეხადათ ტელეკომპანიისთვის. შედეგად, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს "ინტერ მედია პლიუსის" დეკლარირებულმა მოგებამ კი - 8 690 664 ლარი“, - განაცხადა პროკურორმა.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)