20:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 14:09:01, 1255 ნახვა

სამართალი
ოქრუაშვილის ადვოკატი - ხალვაშის ხელმოწერის განმეორებით ექსპერტიზას მოვითხოვთ, ოღონდ საზღვარგარეთ

„ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გიორგი ზედელაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, განმეორებით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარებული ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დოკუმენტზე, რომელიც ოქრუაშვილმა წარმოადგინა, ნამდვილად ქიბარ ხალვაშის ხელმოწერაა.

„საქმეს მიემატა კიდევ ერთი დასკვნა. აქამდე არსებობდა სამი, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდნენ, რომ სადაო დოკუმენტზე იყო ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ეხლა მივიღეთ მეოთხე დასკვნა, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ თითქოს არ არის ამ დოკუმენტზე ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა. ეს არის დადასტურება თეთრზე შავის. ვინაიდან საქმეში არსებობს წინააღმდეგობრივი დასკვნა, ბუნებრივია, ჩვენ გამოვიყენებთ იმ სამართლებრივ მექანიზმს, რომ მოვითხოვოთ განმეორებითი ექსპერტიზის ჩატარება, ოღონდ არა საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ, რათა მოხდეს ობიექტური დასკვნით დადება. ეს არის ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. შევარჩევთ ერთ-ერთ დამოუკიდებელ საექსპერტო დამოუკიდებელ დაწესებულებას, სადაც იქნება ნდობის მაღალი ხარისხი“, - განაცხადა გიორგი ზედელაშვილმა.

ცნობისთვის, ოქრუაშვილის პარტიის წევრმა კოტე კემულარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოიპოვეს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაკსვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ირკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ხალვაშს არ ეკუთნის. კემულარიას შეფასებით, ეს  იმ პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა, რის გამოც ირაკლი ოქრუაშვილი დაპატიმრებულია - „რუსთავი2“-ის ჩაქრობის სურვილის გამო“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics