20:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-09 11:30:40, 1511 ნახვა

სამართალი
შსს-მ 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე „ჭკვიანი“ კამერების რაოდენობა 170-იდან 3820-მდე გაზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას განაგრძობს.

ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.

ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე - 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი - 2 ლოკაციაზე.

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 - ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კამერების რაოდენობა 170-იდან 3820-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.

2019 წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე თვის წინ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასა ემსახურება და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ნაწილია. სამინისტროს პოზიციონირებით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საზოგადოების ჩართულობას, მოქალაქეთა ინფორმირებასა და პასუხისმგებლობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ინფორმაცია ,,ჭკვიანი“ კამერების ახალი ლოკაციების შესახებ:

1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი - გრიგოლეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი>ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი - ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი - ქობულეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა - ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა - ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი - ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრამდე (ნატანები - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები - ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics