20:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 12:14:23, 1418 ნახვა

სამართალი
„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიკითხება

„ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიკითხება. გენერალურმა პროკურატურამ შესაბამის საკითხზესასამართლოს უკვე მიმართა და პროცესიც ჩაინიშნა.

პროკურატურის მტკიცებით "ტვ პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით,  საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ვახტანგ წერეთლის  საგამოძიებო უწყებაში  გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს  დაწყებულ  გამოძიებას  უკავშირდება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა" და შპს „სამგორი M"-მა, თითქოსდა კომპანიების საბრუნავი სახსრების შევსების მიზნით ,,თიბისი ბანკისგან" სესხის სახით მიიღეს 16 664 000  აშშ დოლარი. იმავე დღეს, აღნიშნული თანხა სრულად გადაირიცხა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პირად საბანკო ანგარიშებზე.

გამოძიების ფარგლებში  მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, სწორედ ამ თანხის-  „სამგორი თრეიდისა" და  „სამგორი M"-დან მიღებული 16 664 000 აშშ  დოლარის უკანონო  ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით).

საქართველოს გენერალური პროკურატურაში  უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე გამოძიება გრძელდება და დაგეგმილია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოკითხვა." - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics