2019-08-06 11:24:12, 1750 ნახვა
სამართალი
გერმანიის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს
გერმანიაში, მემინგენის ციხიდან გაქცეული ქართველი პატიმარი დააკავეს.
გერმანული მედიის ინფორმაციით, მისი დაკავება სამართალდამცველებმა ბავარიაში შეძლეს.
რაც შეეხება მასთან ერთად გაქცეულ თურქეთის მოქალაქეს, მას პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
შეგახსენებთ, 37 წლის ვ.ბ. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 36 წლის თურქეთის მოქალაქესთან ერთად გუშინ გაიპარა. მსჯავრდებულებმა ციხის ეზოში სეირნობის დროს ღობეზე გადაძრომა შეძლეს და რკინიგზის სადგურის მიმართულებით მიიმალნენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,