21:36 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 13:37:20, 1274 ნახვა

კომენტარი
ხოშტარია 20 ივნისს დაკავებულებზე: „ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები მოგონილი ჯგუფური ძალადობით გადაფაროს

"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენ ხოშტარიამ 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები გლდანის ციხეში მოინახულა. 

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დაკაებულების უმეტესობას ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევენ. ამასთან, ხოშტარიამ აღნიშნა, რომ მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

„ეს არის დამატებითი ტერორი. ერთი ადამიანის გარდა არც ერთი არათუ არანაირ კავშირში არ არის რაიმე პარტიასთან, არამედ მათი დასახელებები არ იცოდნენ. ეს ადამიანები არიან მძევლები ამ ხელისუფლების და არანაირი კავშირი ძალადობასთან მათ არ აქვთ. თუ იყო ცალკეული შეტაკება პოლიციელებთან, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, უმრავლეს შემთხვევაში ამოჭრილია კადრები, სადაც უკვე ამ ადამიანების რეაქციაა, მანამდე მათ მოხვდათ პოლიციისგან. დღეს „ქართულ ოცნებას“ სჭირდება, რომ დათხრილი თვალები გადაფაროს მოგონილი ჯგუფური ძალადობით. ეს ადამიანები რაიმე სახის ძალადობის ორგანიზებაში არ მონაწილეობდნენ“,- განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics