20:51 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-05 10:56:08, 1786 ნახვა

სამართალი
უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დ.მ. დამნაშავედ ცნო. 

სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში, ქურდობისთვის ნასამართლევმა დ.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  მეუღლის უმწეო მდგომარეობაში მყოფ, უსინათლო მამას - ს.ძ.-ს, არასრულწლოვანი შვილიშვილების თანდასწრებით სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, შემდეგ საწოლიდან გადმოაგდო, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე  დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.   

სამართალდამცველებმა დ.მ. 2018 წლის 23 ოქტომბერს, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics