|
2019-08-02 18:28:18, 2124 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულის გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების განადგურების ბრალდებით, სარფში 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულების განადგურების ბრალდებით, 1 პირი - 1983 წელს დაბადებულ გ.ბ. სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გ.ბ.-ს დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ გამგზავრებას ცდილობდა. „მიმდინარე წლის 24 ივლისს, პოლიციის თანამშრომლებმა, თბილისში, ჩიქობავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, 1983 წელს დაბადებული გ. ბ.-ის პირადი ჩხრეკა განახორციელეს, რის შედეგადაც მისგან ამოღებულ იქნა მოთეთრო ფერის ფხვიერი მასა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სამართალდამცველებმა გ.ბ. ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით გადაიყვანეს ნარკოლოგიურ სამსახურში, სადაც მან უარი განაცხადა შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარებაზე. ამის შემდეგ, გ.ბ. გადაყვანილ იქნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების მიზნით. სამართალდამცველების ავტომობილში მყოფმა გ.ბ.-მ, ბადრაგად მყოფი პოლიციელების თანდასწრებით, ავტომანქანის სალონში არსებული, ნივთმტკიცების დალუქული პაკეტის აღება და განადგურება მოახერხა. აღნიშნული პირის დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების შემდეგ, საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდა და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. ექსპერტიზების დასკვნების მიღებამდე, დაკავებული გ.ბ. პროკურორის დადგენილებით, 25 ივლისს გათავისუფლდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, სამართალდამცველების ავტომანქანიდან ამოღებულ, დაზიანებულ პაკეტსა და სალონის ზედაპირზე ჩატარდა შესაბამისი ქიმიური ექსპერტიზები, რომელთა დასკვნის მიხედვით, პოლიეთილენის პაკეტსა და ავტომანქანის სალონის ანაწმენდებზე დაფიქსირებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ კვლები. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებისგან, 27 ივლისს ცალკე წარმოებად გამოიყო მტკიცებულებების განადგურების საქმე. გ.ბ. ბრალი წარედგინა სსკ-ის 368-ე მუხლით, რაც სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა ამისა, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება პოლიციის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)