23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 18:12:26, 1670 ნახვა

კომენტარი
მეუფე პეტრე: თუ გვარამიას დააკავებენ, იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის

"იქ, სადაც უდანაშაულო მღვდელი ორი წელია, გვიზის ციხეში, მართლმსაჯულებაზე საუბარი ძნელია", - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ "რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური მდივნის ნიკა გვარამიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, არ არის გამორიცხული ნიკა გვარამიას დააკავონ. ამასთან, "კურიერთან" ინტერვიუში მანვე დასძინა, რომ გვარამიას დაკავების შემთხვევაში, ის იქნება კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ქართული მართლმსაჯულებისთვის.

"ვიტყოდი, როგორც აწ განსვენებული ერთ-ერთი დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი ამბობდა, ფაქტობრივად, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც "რუსთავი 2-ზე" გინდათ მსჯელობა, ჯერ მე გამიხსენეთო. მე ვიტყოდი, რომ ჯერ უნდა გავიხსენოთ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა და უნდა იქნას სამართლიანად გამოძიებული და შემდეგ შეიძლება მხოლოდ "რუსთავი 2-ის" საქმესთან მიმართებაში სამართლიან განვითარებას ველოდოთ. ისევე როგორც ვიტყოდი, რომ ხელისუფლების ცვლილების დროს ერთ-ერთი  წყალგამყოფი იყო ჩემთვის, მაგალითად, 9 თვის ბავშვის, ბარბარე რაფალიანცის გაუგებარ მდგომაროებაში გარდაცვალება და ამ საქმის არგამოძიება. იქ, სადაც უკვე ორ წელზე მეტია, საპყრობილეში უდანაშაულო მღვდელი გვიზის ციხეში და ამდენი პოლიტპატიმარი, ძალიან რთულია, სახელმწიფოში, სადაც იგივე ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულდა, ძალიან ძნელია, რაიმე მართლმსაჯულების კუთხით საიმედო მდგომარეობას ვპროგნოზირებდეთ. ყველაფერი არის შერჩევითი სამართალი და სადაც უდანაშაულო მღვდელი ზის ციხეში, მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მივესალმები იმ დამოკიდებულებას, რომ ბატონი ნიკა დარჩა საქართველოში და თანამშრომლობს გამოძიებასთან, თუ ღმერთი ამას დაუშვებს, იმის ძალასაც მისცემს, რომ ღირსეულად იყოს იქ, მაგრამ ეს იქნება პლუს ერთი პოლიტიკური პატიმარი საქართველოს მართლმსაჯულებისთვის“, - განაცხადა მეუფე პეტრემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics