20:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 17:15:06, 1586 ნახვა

სამართალი
„რუსთავი 2“-ის შენობაში პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის შენობაში, პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან დასაგამოძიებო მოქმედდებებს ატარებენ. 

საუბარია იმ შენობაზე, სადაც კონტრაქტორი კომპანია „ინტერმედია“ იყო განთავსებული.

ცნობისთვის, გუშინ „ინტერმედიას“ სათავო ოფისიდან პროკურორებმა დოკუმენტაცია წაიღეს და მისი შესწავლა დაიწყეს. 

გარდა ამისა, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიას გამოიკითხა. გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით წარიმართა. გვარამია სასამართლოში მას შემდეგ დაიბარეს, რაც მან პროკურატურაში გამოკიხვაზე უარი თქვა. 

შეგახსენებთ, პროკურატურამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. საგამოძიებო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის  ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics