|
2019-08-02 16:23:04, 1801 ნახვა
კომენტარი
პრემიერი გვარამიაზე: განცხადებები, რომ ევროპული ინსტიტუტები მოსყიდულები არიან, ჩემთვის ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად ითარგმნება
ჩემთვის, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ ევროპული ინსტიტუტები თურმე არიან სუბიექტურები და მოსყიდულები, ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა. „რაც შეეხება ამ პიროვნების პროდასავლურ კურსს, როგორც მოქალაქე, გიპასუხებთ, რომ ჩემთვის, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში ჩართული, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, მათ შორის თავისი განცხადებებით, რომ ევროპული ინსტიტუტები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, თურმე არიან სუბიექტურები და მოსყიდულები, ჩემთვის ნებისმიერი ასეთი ადამიანის მსგავსი სიტყვები ითარგმნება ოკუპანტი ქვეყნის ნარატივად. მე რამდენიმე დღის წინაც მოვუწოდე ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს, რომ გაკეთებინათ შეფასება, ვისაც აქვს გულწრფელი დამოკიდებულება ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის მიმართ, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, მსგავსი განცხადებები არათუ უპასუხისმგებლობა, არამედ უდიდესი მავნებლობაა. ევროპული ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის უმაღლესი და მე მინდა განვმარტო რატომ ვამბობდი ყოველთვის ცივილიზაციურ არჩევანს. შეიძლება დააკვირდით, არასდროს ვამბობდი, რომ ეს პოლიტიკური არჩევანია, გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი. იცით რატომ არის ეს ცივილიზაციური არჩევანი? ჩვენი ევროპული არჩევანი ეფუძნება ისტორიულ ფასეულობებს და ნდობას ამ ფასეულობების მიმართ, მათ შორის კანონის უზენაესობის. აქედან გამომდინარე, მსურს კიდევ ერთხელ გავიმეორო, ჩემთვის, საქართველოს პოლიტიკურ ველზე, ნებისმიერი ადამიანის განცხადება, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ევროპული ინსტიტუტების, არის მავნებლობა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანის მიმართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარლგებში, პროკურატურის მიერ ნიკა გავარმიას გამოკითხვას, პრემიერმა აღნიშნა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. „მე ვრცელ კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მე ვიცი, რომ ერთ-ერთი აქციონერი ედავება კომპანიას, რომ მოხდა ფინანსურ საკთხებში მნიშვნელოვანი დარღვევები, რის შედეგადაც მან იზარალა და ვიცი, რომ დღეს სასამართლოში უნდა ყოფილიყო გამოკითხვა. კანონი უზენაესია, ჩვენ ვართ თანასწორი კანონის წინაშე. მე მხოლოდ ეს განმარტება შემიძლია გავაკეთო“, - განაცხადა ბახტაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)