23:09 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 15:00:17, 1815 ნახვა

კომენტარი
ბახტაძე ფრენების სუბსიდირებაზე: რუსეთში მცხოვრები ქართველები ზაფხულში ჩამოსვლას აპირებენ - ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ

"ყველაზე ნაკლები, იყო ტურისტული კომპონენტი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთიდან და საქართველოდან ერევნის გავლით ფრენების სუბსიდირების შესახებ განაცხადა. 

პრემიერმა განმარტა, რომ სუბსიდიების დაწესების მთავარი მიზანი რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სამშობლოში ჩამოსვლის ხელშეწყობაა. 

„მართლაც საოცარი შეფასებები ვიხილეთ ამ ინიციატივაზე. ქართულ პოლიტიკაში მოღვაწე ადამიანებს, დიდი ფანტაზია აქვთ. ყველაზე ნაკლები, იყო ტურისტული კომპონენტი რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის მარტივი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ელემენტარულ პასუხისმგებლობას და ჩვენს ვალდებულებას საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ბევრი ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. ბევრი მათგანი გეგმავდა და გეგმავს, რომ დაბრუნდეს საქართველოში და გაატაროს ზაფხული თავის ოჯახთან, შვილშვილი ჩამოვიდეს და ნახოს თავისი ბებია და ბაბუა, ნათესავმა ნახოს მეორე ნათესავი, ბიძაშვილმა მამიდაშვილი და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია მათ გვერდში გამოვუდგეთ, მით უმეტეს, როცა ეს პრობლემები მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არსებობს. რუსეთში მცხოვრები ქართველების უმრავლესობას ჰქონდა დაგეგმილი ზაფხულში საქართველოში ჩამოსვლა. ჩვენ ვართ ვალდებულები რომ დავეხმაროთ ჩვენს ქართველებს. სამწუხაროდ, ნებისმიერ, თუნდაც ასეთ ადამიანურ ინიციატივას, ჩვენი ოპონენტები ისეთ ეპითეტებს არქმევენ, რომ მართლაც უნიკალური ფანტაზიის ნაყოფის შედეგია ეს ყველაფერი. ეს იყო ძალიან მარტივი გადაწყვეტილება და ტურიზმის სექტორის დახმარება ამაში ნამდვილად არ იყო“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, საქართველოდან ერევნის გავლით რუსეთის მიმართულებით და პირიქით განხორციელებული ფრენების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 600 000 ევრომდე გამოიყოფა.

ამასთან, რუსეთის ტუროპერატორები ტურისტებს ერევნის გავლით საქართველოს სუბსიდირებულ სატრანზიტო ფრენების ვაუჩერს არ შესთავაზებენ

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics