|
2019-08-02 12:43:57, 1356 ნახვა
სამართალი
შსს-ს წარმომადგენელი: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ყველა შემთხვევაში სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი
დღეს, თბილისში, სასტუმრო “holiday Inn“ -ში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მინდია დავითაძე. ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, მინდია დავითაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, უკანასკნელი არჩევნების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა ინციდენტზე მოახდინა შესაბამისი რეაგირება, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო 3 პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანას წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, მათ შორის არჩევნების პროცესში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, არჩევნების მშვიდ, თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა. ჩვენ ვფიქრობთ, არჩევნების პროცესში და მიმდინარეობის დროს, ამ ამოცანას კარგად გავართვით თავი. ჩვენი მხრიდან ყველა ინციდენტზე შესაბამისი რეაგირება იყო განხორციელებული. იქ სადაც იკვეთებოდა დანაშაულის შესაძლო ნიშნები, ბუნებრივია დაიწყო გამოძიება და ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. იქ სადაც გამოიკვეთა კონკრეტულ პირთა ბრალეულობა, ბუნებრივია დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც. ასევე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, თუ ვინ ჩაიდენს დანაშაულს, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში შედეგი, სამართლებრივი შეფასება იქნება კანონის შესაბამისი. რიგგარეშე და შუალედური არჩევნების დროს, 8 სისხლის სამართლის საქმეზე იყო დაწყებული გამოძიება. 3 პირი იქნა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული. დანარჩენი საქმეების უმრავლეს ნაწილში დანაშაულის ჩადენა არ დადასტურდა, ხოლო ნაწილ შემთხვევაზე სრულდება საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა მინდია დავითაძემ.
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
რუხაძე: რა თქმა უნდა, კავშირშია იმედის გასხვისება და სანქცირება
ნავთობკომპანიებმა აღიარეს, რომ ხარჯების მიუხედავად წმინდა მოგება 2.5-3%-ს აღწევს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)